საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში

დღის ფოტო: მინსკში აქციის დასარბევად იგივე ტყვიები გამოიყენეს, რაც 20 ივნისს

9 აგვისტოს მინკსში გამოყენებული ტყვიები/20 ივნისს თბილისში გამოყენებული ტყვიები

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგების გასაპროტესტებლად გამოსული ათასობით მოქალაქის დასარბევად, იგივე ტყვიები გამოიყენეს, რაც 20 ივნისს, პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი აქციის დასარბევად.

მინსკში აქციის დასაშლელად გამოყენებული ტყვიების ფოტოები ტვიტერზე გავრცელდა.

გამოყენებული ნარინჯისფერი ტყვიები თურქეთშია წარმოებული, მათი სიჩქარე დაახლოებით 272 მ/წმ-ია, ის "ნაკლებად ლეტალურის" ტიპს განეკუთვნება და მისი სროლა დაშვებულია მხოლოდ 10 მეტრიდან ან მეტი მანძილიდან.

----

საპროტესტო გამოსვლები ბელარუსის დედაქალაქში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

ბელარუსის ცესკო-ს თანახმად, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყნის ყველა რაიონში გაიმარჯვა. საუბარია იმ ოლქებზე, რომლებშიც ხმების დათვლის პროცესი დასრულდა. 

ამასთანავე, ცესკოს არ დაუსახელებია პირველადი, ოფიციალური მონაცემები. საპირისპიროს აცხადებენ, ლუკაშენკოს მთავარი კონკურენტის, სვეტალანა ტიხანოვსკაიას შტაბში, სადაც ამბობენ, რომ ტიხანოვსკაიამ მინსკის 20 ოლქში გაიმარჯვა, სადაც ხმების დათვლის პროცესი დასრულებულია.

კომენტარები