პორნოსაიტების მოხმარება

ხუნდაძე პორნოსაიტების შეზღუდვაზე: პროვაიდერებმა უნდა დააყენონ ფილტრები

ტაბულა

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პორნოგრაფიული საიტების შეზღუდვასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ინტერნეტპროვაიდერებმა უნდა დააყენონ ფილტრები. მისი თქმით, ბავშვებისთვის უსაფრთხო ინტერნეტის შესახებ კანონპროქტის შესამუშავებულად უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი.

"ინტერნეტსამყარო გაჯერებულია სხვადასხვა ტიპის ინფორმაციისგან, განსაკუთრებით, ბავშვები მოიხმარენ ძალიან ხშირად. რა თქმა უნდა, კარგია, როცა განვითარებად სამყაროში ინფორმაციასთან წვდომა გაიოლებულია, მაგრამ მეორეს მხრივ, არის ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება, დამაზიანებელი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით არასრულწლოვანებისთვის და ბავშვებისთვის. მაგალითად, პორნოგრაფიული საიტები, უკანონო და ყალბი ტრანზაქციები, და იმ ტიპის ინფორმაცია, რომელიც საზიანო შეიძლება, აღმოჩნდეს ბავშვის ფსიქოემოციური სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის. ევროპულ და არამხოლოდ ევროპულ ქვეყნებში, დიდი ხანია უკვე, ამ ტიპის რეგულაციები მიღებულია და ვფიქრობ, რომ ჩვენთანაც, პროვაიდერებმა უნდა შეძლონ გარკვეული ფილტრების დაყენება და იმ მარეგულირებელი მექანიზმების შემოღება, რაც დაიცავს ბავშვებს, რომ მათ არ ჰქონდეთ მათთვის საზიანო ინფორმაციასთან წვდომა. ამისთვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მაღალკვალიფიციურ დონეზე დაამუშავებს კანონპროექტს, რომელიც იქნება თანხვედრაში ევროპულ კანონმდებლობასთან" - ამბობს ხუნდაძე ტაბულასთან საუბარში.

კომენტარები