პირადი კადრები

სავარაუდოდ, ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა

დღეს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა. ვიდეოს ბმული Facebook-ის რამდენიმე მომხმარებელმა, მათ შორის, ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ და მსახიობმა ბესო ზანგურმა მიიღეს.

"ჩემს პირად გვერდზე აიტვირთა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი. ატვირთა ისევ იმ პოლიტიკოსის ექაუნთით შემოსულმა ადამიანმა, ვისი კადრებიც იყო ამ ვიდეოზე. ძალიან ბევრ ადგილას არის ატვირთული, თითქმის ჩემს ყველა სტატუსსა და ფოტოზე. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ძალიან მალე დაიბლოკა. მაშინვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს, დამიკავშირდა ნინო გიორგობიანი. ალბათ გააგრძელებენ ძიებას. ვიდეო იყო ზუსტად იმავე სტილში და ხელწერით - შემდეგი ადამიანების ანონსით. ველოდები რეაგირებას", - ამბობს მაკა რაზმაძე.

რუსთავი ორის ინფორმაციით, ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით, ვაკის პოლიციაში უკვე იმყოფებოდა მსახიობი ბესო ზანგური.

მთავარ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვთ.

"მე ჯერ არ მაქვს ინფორმაცია, მოვიკითხავ და თუ მექნება ინფორმაცია, გეტყვით", - ამბობს პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი.

კომენტარები