პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 4%-ით გაიზარდა

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS

2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სახით $403 მილიონი შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 3.7%-ით მეტია. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან გახდა ცნობილი.

ანგარიშის მიხედვით საქართველოს ძირითადი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება

  1. აზერბაიჯანი - $97 მილიონი, კლება წინა წელთან 30%
  2. თურქეთი - $82 მილიონი, ზრდა წინა წელთან 43%
  3. დიდი ბრიტანეთი - $80 მილიონი, ზრდა წინა წელთან 81%
  4. გაერთიანებული საემიროები - $39 მილიონი, ზრდა წინა წელთან 3800%
  5. კვიპროსი - $22 მილიონი, ზრდა წინა წელთან 214%
  6. ნიდერლანდები - $20 მილიონი, წლება წინა წელთან 5%
  7. აშშ - $16 მილიონი, ზრდა წინა წელთან 77%
  8. მალტა - $14 მილიონი, ზრდა წინა წელთან 100%
  9. პანამა - $12 მილიონი, ზრდა წინა წელთან 300%
  10. დანარჩენი ქვეყნები - $22 მილიონი, კლება წინა წელთან 79%

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში მოხვდა ოფშორული ზონაც (პანამა), ქართული ბიზნესები ოფშორებს ხშირად რეინვესტირებისთვის იყენებენ.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, საინვესტიციოდ ყველაზე მეტი მიმზიდველობით ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა გამოირჩევა, აქ პირველ კვარტალში $141 მილიონი ჩაიდო. შემდეგ ადგილზეა უძრავი ქონება - $80 მილიონი.

უმსხვილესი საინვესტიციო სექტორების რეიტინგი და ამ სექტორებში ჩადებული ინვესტიციების ზრდა/კლება ასე გამოიყურება:

  1. ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - $141 მილიონი, კლება წინა წელთან 31%

  2. უძრავი ქონება - $80 მილიონი, ზრდა წინა წელთან 280%

  3. საფინანსო სექტორი - $80 მილიონი, ზრდა წინა წელთან 37%

  4. მშენებლობა - $56 მილიონი, ზრდა წინა წელთან 184%

  5. სასტუმროები რესტორნები - $16 მილიონი, კლება წინა წელთან 16%

  6. სამთომომპოვებელი მრეწველობა - $9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 28%

  7. ენერგეტიკა - $7 მილიონი, კლება წინა წელთან 83%

საქსტატის მონაცემები წინასწარია და შესაძლოა შეიცვალოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები