საფრანგეთი

ემანუელ მაკრონი საფრანგეთში სავალდებულო სამხედრო სამსახურს აბრუნებს

Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახურს აბრუნებს.

ამის შესახებ განცხადება მთავრობაში გაკეთდა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის დაბრუნება მაკრონის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ის ახალგაზრდა ფრანგებს დაჰპირდა, რომ ერთ თვით "სამხედრო ცხოვრებას და მისი მოთხოვნებს" პირდაპირ გამოცდიდნენ.

მისი თქმით ეს ერთსულოვნების და პატრიოტიზმის შენების გზაა ქვეყანაში, რომელიც ღრმა დაყოფას ებრძვის.

ოპოზიციური პარტიები და ექსპერტები 600,000-დან 800,000-მდე ახალგაზრდის წვრთნისათვის საჭირო ხარჯებზე ამახვილებენ ყურადღებას.

გასულ კვირას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა გეგმის მასშტაბებზე ისაუბრა და თქვა, რომ სავარაუდოდ, სამხედრო სამსახური სავალდებულო არ იქნება.

თუმცა, მთავრობის სპიკერი აცხადებს, რომ მაკრონი ამ ინიციატივაზე უკან დახევას არ აპირებს და სამხედრო სამსახური საყოველთაო და სავალდებულო იქნება.

საფრანგეთში საყოველთაო სამხედრო გაწვევა 2001 წელს გაუქმდა. მაკრონი პირველი პრეზიდენტია, ვისაც სავალდებულო სამხედრო გაწვევა აღარ შეეხო. მთავრობა ახალი პროგრამის გამოცდას 2019 წლისთვის გეგმავს.

კომენტარები