სინტია ნიქსონი

SEX AND THE CITY-ს მსახიობი, სინტია ნიქსონი ნიუ-იორკში გუბერნატორად იყრის კენჭს

Variety.com

სერიალ Sex and The City-ში მირანდა როლის შემსრულებელი, სინტია ნიქსონი 2020 წელს ნიუ-იორკში გუბერნატორად იყრის კენჭს.

ნიქსონის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

"ეს ისეთი დროა, როდესაც ხილული უნდა გახდე. დროა, რომ ვიბრძოლოთ" - თქვა ნიქსონმა იუთუბ კამპანიის დროს.

მისივე თქმით, ის ნიუ-იორკში დაიბდა და ხედავა, როგორ იზრდება უთანასწორობა ადამიანებს შორის. ის ხალხს დაპირდა, რომ აღმოფხვრის ამ უთანასწორობას, ყველასთვის ხელმისაწვდომ ჯანდაცვას შექმნის და მოაგვარებს ნიუ-იორკის მეტროს პრობლემებს.

სინტია ნიქსონი რამდენიმე წელია LGBT აქტივიზმში აქტიურად არის ჩართული.

კომენტარები