მედიცინა და ფიზიოლოგია

მეცნიერებმა ტვინის კიბოს მკურნალობისთვის პოლიომიელიტის ვირუსი გამოიყენეს

independent.co.uk

ინფექციური დაავადების, პოლიომიელიტის გამომწვევი ვირუსის გენეტიკურად მოდიფიცირებული ვერსია მეცნიერებმა ტვინის კიბოს ყველაზე ხშირი და სასიკვდილო ფორმის, გლიობლასტომის მკურნალობისთვის გამოიყენეს.

პირველი ფაზის კლინიკურ კვლევაში სასიკვდილო ტვინის კიბოთი დაავადებული პაციენტების გადარჩენის სიხშირე გაიზარდა. ექსპერიმენტული მკურნალობის შედეგად, განმეორებითი გლიობლასტომის მქონე 61 პაციენტიდან 21%-ი სამ წელზე მეტ ხანს იცოცხლებს, ქიმიოთერაპიის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 4% იყო.

"ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და გზას უხსნის უამრავ ახალ კვლევას", - ამბობს დიუკის უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის პროფესორი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი დოქტორ მათიას გრომიერი. მკვლევრების თქმით, უახლოეს მომავალში დაიწყებენ კლინიკურ კვლევებს კანის და ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში.

კვლევა, რომელიც New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა კიბოს ეროვნული ინსტიტუტის და საკვების და ამერიკის მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაციის 18 წლიანი თანამშრომლობის შედეგს წარმოადგენს.

კომენტარები