ოჯახში ძალადობა

შსს-მ ოჯახში ძალადობის 4094 შემთხვევა აღრიცხა, რაც წინა წელთან შედარებით, 137%-იანი ზრდაა

www.geo.tv

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის 10 თვეში ოჯახში ძალადობის 4 094 შემთხვევა აღრიცხა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 137%-იანი ზრდაა. აქედან, გახსნილია 2532 ფაქტი.

2017 წლის 10 თვეში, ოჯახში ძალადობის 1725 შემთხვევა იყო რეგისტრირებული. აქედან შსს-მ 1165 ფაქტი გახსნა.

გარდა ამისა, შსს-ს სტატისტიკით, 2018 წელს 62.5%-ით (+20 შემთხვევა) გაიზარდა დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ. საგამოძიებო უწყებებს, აქედან არც ერთი საქმე არ გაუხსნიათ.

კომენტარები