აშშ-პოლონეთი

რუსეთის აგრესიის შესაკავებლად აშშ პოლონეთში დამატებით 1000 სამხედრო პერსონალს გააგზავნის

RFE/RL

12 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში პოლონეთის პრეზიდენტთან ანდრეი დუდასთან გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ აშშ პოლონეთში დამატებით დაახლოებით 1000 სამხედრო პერსონალს განალაგებდა. აშშ-ისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა საერთო შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს.

ანდრეი დუდამ განაცხადა, რომ აშშ-ის დამატებითი ჯარები პოლონეთის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ისტორიის გამო იყო საჭირო. მან თქვა, რომ აღნიშნული სამხედრო შეთანხმება პოლონეთს დაეხმარება, რომ კიდევ უფრო მტკიცე კავშირი დაამყაროს დასავლეთთან.

"რუსეთი კვლავ აჩვენებს მის ბოროტ, არამეგობრულ იმპერიალისტურ სახეს. რუსეთს ჩვენი ტერიტორიების მითვისება ყოველთვის სურს," - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

აშშ-ისა და პოლონეთის ახალ შეთანხმებას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც გამოეხმაურა - "დღევანდელი განცხადება არის NATO-ს ზომიერი, თავდაცვითი და პროპორციული ძალისხმევა, რათა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა."

პოლონეთი 32 ამერიკული F-35 გამანადგურებლის შესყიდვასაც აპირებს.

2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2016 წლის შეთანხმებით აშშ-ს პოლონეთში 4500-მდე ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული. 

კომენტარები