დიდ დიღომში ქალს და ბავშვს მანქანა დაეჯახა. ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო ქალის სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება - მას რამდენიმე სახის მოტეხილობა აქვს. დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.
იაშვილის კლინიკაში ამბობენ, რომ 8 წლის ბავშვი რეანიმაციაში იმყოფება და "ოპერაციები ვერ უტარდება, რადგან მისი მდგომარეობა უმძიმესია“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.