ჰეილი ბოლდუინმა ინსტაგრამზე თავისი და ჯასტინ ბიბერის ქორწილის სურათები გამოაქვეყნა.
სურათებში გამოჩდა მისი საქორწილო კაბაც, რომელსაც აწერია "სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს". კაბა ვირჯილ აბლოას ეკუთვნის, რომელიც ლუი ვიტონის კაცის ხაზის კრეატიული დირექტორია და ბრენდის Off-White-ის მფლობელი.
ჰეილი ბოლდუინმა და ჯასტინ ბიბერმა 30 სექტემბერს, მეორედ იქორწინეს. საქორწილო ცერემონია სამხრეთ კაროლინაში გაიმართა და მას 154 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ცნობილი ადამიანებიც.
წყვილი ერთმანეთს 2014 წლიდან ხვდება. ისინი 2016 წელს დაშორდნენ, 2018 წელს კი შერიგდნენ და ივლისში დაინიშნენ. ამის შემდეგ, მათ 2018 წლის შემოდგომაზე პირველად იქორწინეს.