საარჩევნო სისტემა

პარლამენტმა სრულად პროპორციულ სისტემაზე ოპოზიციის პროექტს მხარი არ დაუჭირა

ტაბულა

საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა.

შედეგები ასე გადანაწილდა: 32 მომხრე, 55 წინააღმდეგი. სხდომას 137 დეპუტატი ესწრებოდა.

ეს ცვლილებების პირველი მოსმენა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციის პროექტი ჩავარდა.

კანონპროექტი თვალისწინებდა 2020 წლისათვის პარლამენტის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, 3%-იანი ბარიერით და საარჩევნო ბლოკებით.

შესაძლოა, პარლამენტმა დღესვე უყაროს კენჭი ქართული ოცნების პროექტს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ასევე სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, თუმცა 0%-იანი ბარიერით და საარჩევნოდ ბლოკებად გაერთიანების აკრძალვით.

კომენტარები