მოდელები და მსახიობები

რამდენიმე მოდელი, რომელიც მსახიობი გახდა

ტაბულა

ბევრი ადამიანი იცვლის პროფესიას, განსაკუთრებვით კი დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც მსოფლიოს ამდენი შემოთავაზება აქვს მათთვის. ჩვენ კი გავიხსენეთ მოდელები, რომლებმაც პოდიუმს კამერა და გადასაღები მოედანი არჩიეს. 

კარა დელევინი

კარა დელევინმა მოდელის კარიერა 17 წლის ასაკში დაიწყო და სულ მალე ის ბრიტანეთის საუკეთესო მოდელად დაასახელეს. დაახლოებით ამავე პერიოდში დაიწყო დელევინის, როგორც მსახიობის კარიერაც. ის ანა კარენინას ეკრანიზაციაში, სოროკინას როლში გამოჩნდა, შემდეგ მთავარი როლი შეასრულა ფილმში "Paper Towns". ახლა კი დელევინი, ორლანდო ბლუმთან ერთად Amazon-ის სერიალზე "Carnival Row" მუშაობს. 


ფოტო: Newsweek

ემილი რატაკოვსკი

ემილი რატაკოვსკი სამოდელო ბიზნესში 14 წლის ასაკიდან მოხვდა. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ის მსხვილ სამოდელო კომპანიებთან კონტრაქტებს ხელს აწერდა. შემდეგ რატაკოვსკიმ მსახიობის კარიერაც მოსინჯა. მან უმნიშვნელო როლი ითამაშა დევიდ ფინჩერის ფილმში Gone Girl. შემდეგ,აარონ პოლთან ერთად არც თუ ისე წარმატებულ პროექტშიც გამოჩნდა, რამდენიმე სერიალსა და ფილმში. 

გალ გადოტი

დიახ, Wonder Woman-ის ვარსკვლავი გალ გადოტი, სანამ ქალ საოცრებად გადაიქცეოდა, სამოდელო ბიზნესში მოღვაწეობდა და 2014 წელს "მის იზრაელი" გახდა. 


ფოტო: twitter

შარლიზ თერონი

დედის რჩევით, მიუხედავად იმისა, რომ შარლიზ თერონს ყოველთვის ბალეტი იზიდავდა, მან ძალები სამოდელო ბიზნესში მოსინჯა და მსოფლიოში მოგზაურობაც დაიწყო. ნიუ-იორკის საბალეტო აკადემიაშ, თერონი მაინც მოხვდა თუმცა მუხლის ტრავმის გამო მას ცეკვა აღარ შეეძლო. სწორედ ამ დროს გადაწყვიტა მან მსახიობობა დაეწყო. 2003 წელს მსახიობმა ოსკარი მიიღო. 


ფოტო: sf gate

მონიკა ბელუჩი

მსახიობის კარიერამდე მონიკა ბელუჩი ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობდა როგორიცაა: Dolce & Gabbana, Valentino, Prada და Victoria's Secret. მხოლოდ ამი სშემდეგ დაიწყო მან ფილმებში გადაღება. თავიდან ეს უმნიშვნელო პროექტები იყო, ხოლო შემდეგ ფრენსის ფორდ კოპოლა და ლეგენდარული მალენას როლი. 

კომენტარები