გია ვოლსკი

ვოლსკი ქართული ოცნების აქციაზე: ის საქართველო აღარ არის უკვე, [ხალხს] ძალით რომ წამოიყვან

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ დღეს თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების ორგანიზებულ აქციაზე ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ აქციაზე ხალხის ძალით გამოყვანა არ ხდება:

"ის დრო დამთავრდა, ის საქართველო აღარ არის უკვე, ძალით რომ წამოიყვან." თქვა მან.

თუმცა ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ მსგავსი მაგალითები მოიძებნოს:

"თუ ვინმე არის ასეთი და ვინმეზე ინფორმაცია აქვთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ არასამთავრობოებს, ან იგივე სამწუხარო სახალხო დამცველს, რასაკვირველია, უნდა გამოაქვეყნოს ეს ინფორმაცია. უნდა მოვიკითხოთ ყველა, არავის არაფერი არ ემუქრება, ნურავის ნუ შეეშინდება.

რამდენიმე მაგალითი შეიძლება იყოს ასეთი სამწუხარო, მე არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ის ბინძური მეთოდი, რომელიც საკმაოდ მსუყე ნიადაგს პოულობს." თქვა მან.

მსგავსი კომენტარი გააკეთა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმაც:

"ძალდატანებას, ძალის გამოყენებას, დაშინებას და ასეთი სახის ქმედებებს ჩვენ 2012 წლის შემდეგ აღარ ვახორციელებთ." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული აქცია საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომას ეძღვნება, რომლის როტაციაც ანბანის მიხედვით ყოველ 6 თვეში ხდება. აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები ორგანიზებულად ჩამოიყვანეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები