მკვლელობა

სურამში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

Getty Images

დაბა სურამში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. შსს-ში ტაბულას ინფორმაცია დაუდასტურეს.

სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ქალი 30 წლისაა და დანაშაული მისმა მეუღლემ ჩაიდინა. შსს-ში დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლითაა დაწყებული.

სავარაუდო მკვლელი ჯერ დაკავებული არ არის.

 

კომენტარები