ქართული ოცნება

"მივაწვდით ინფორმაციას პოლიტიკურ პროცესებზე" - კალაძე და კობახიძე სტრასბურგს ეწვევიან

თბილისის მერია

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და გენერალური მდივანი კახა კალაძე 11-13 თებერვალს სტრასბურგში სამუშაო ვიზიტს გამართავენ. კახა კალაძის თქმით, შეხვედრებს ევროპარლამენტში გამართავენ.

"მივემგზავრებით სტრასბურგში, სადაც გვექნება სხვადასხვა შეხვედრა მომდევნო სამი დღის განმავლობაში. შევხვდებით ევროპარლამენტის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს და მივაწვდით ინფორმაციას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და ვიმსჯელებთ ზოგადად მომავალზე, იმ რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება ქვეყანაში“, – განაცხადა კახა კალაძემ პირველი არხის ცნობით.

კომენტარები