გიგი უგულავას დაკავება

ლიტვის საგარეო მინისტრი უგულავაზე: სასამართლო ოპოზიციის დევნისთვის არ უნდა გამოიყენებოდეს

Tomas Vinickas / DELFI

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა.

"შეშფოთებული ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეეფარდოს პატიმრობა გიგი უგულავას, ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს. სასამართლო არ უნდა გამოიყენებოდეს ოპოზიციის დევნისთვის, ეს დემოკრატიული საზოგადოებების ვალდებულებაა." - წერს ლინკევიჩუსი ტვიტერზე.

მისი თქმით, "მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის ლაკმუსის ტესტი იქნება.

10 თებერვალს, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რის მიხედვითაც გიგი უგულავას ე.წ. ფონდის საქმეზე 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა მიესაჯა.

გიგი უგულავა დასაპატიმრებლად ორთაჭალის პოლიციის განყოფილებაში თვითონ მივიდა, საიდანაც ის ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.

 

კომენტარები