პამელა ანდერსონი

ყოფილმა ქმარმა პამელა ანდერსონის ყველა ვალი გადაიხადა

ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ პამელა ანდერსონი 12-დღიანი ქორწინების შემდეგ თავის ქმარს, პროდიუსერს ჯონ პიტერსონს დაშორდა

მას შემდეგ, რაც ანდერსონმა მათი დაშორების მიზეზებზე ისაუბრა, განცხადება პიტერსონმაც გააკეთა. მისი თქმით ანდერსონმა მას შეტყობინება მისწერა, რომელშიც სთხოვდა, რომ ის ცოლად მოეყვანა. რა თქმა უნდა, პროდიუსერი დათანხმდა, რადგან ეს ქორწინება მისი დიდი ხნის ოცნება იყო. ასევე, პიტერსონის თქმით, მან მსახიობის ყველა ვალი ცერემონიამდე გადაიხადა და 200 ათასი დოლარით ანდერსონის გარდერობიც განაახლა. 

"არ არსებობს ბებერ სულელზე უდრო სულელი ადამიანი" ამბობს 74 წლის პიტერსონი. 

ახლა, მისსავე თქმით, ის ამ ქორწინებას ნანობს. 

კომენტარები