ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეაში ჩინოვნიკი კორონავირუსის გამო დახვრიტეს

AFP

ჩინეთიდან დაბრუნებულ ჩრდილო კორეელ ჩინოვნიკს კარანტინის დარღვევისთვის დახვრეტა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail კორეულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩინოვნიკი კარანტინში ჩინეთიდან დაბრუნებისთანავე მოათავსეს. გაზეთ "დონგას" ცნობით, ის  კარანტინის წესებს არ დაემორჩილა და საზოგადოებრივ აბანოს ეწვია. სასიკვდილო განაჩენი იმ დღესვე აღსრულდა. 

ცნობისთვის, ჩრდილო-კორეაში ჩინეთში ნამყოფ ადამიანებზე სამხედრო კანონმდებლობა ვრცელდება. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ამჟამად ეს წესი ყველა მოქალაქაზე ვრცელდება.

ასევე, ცნობილი ხდება კიდევ ერთი ჩინოვნიკის გადასახლების შესახებ, რომელმაც ჩინეთში ვიზიტის ფაქტის დამალვა სცადა.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ჩრდილო-კორეამ უმკაცრესი ზომები შემოიღო. საზღვარი მეზობელ ჩინეთთან თითქმის სრულად არის ჩაკეტილი. 

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა დაავადების გავრცელების შემთხვევები ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ დროისთვის ჩინეთში დაავადებულთა რიცხვი 60 ათასს აღემატება, გარდაცვლილია 1367 ადამიანი.

კომენტარები