59 წლის წინ დაიბადა ქართული ალტერნატიული მუსიკის ლეგენდა ირაკლი ჩარკვიანი.
ირაკლი ჩარკვიანმა მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო 1976 წელს ჯგუფ "არიშთან" ერთად . ამის შემდეგ ის დადა დადიანთან, ბიჭიკო ოსიპოვთან და კახა კიკაბიძესთან ერთად ჯგუფი "ტაქსის" წევრი იყო, რომელმაც 1990-იან წლებში ქართველ მსმენელში საკმაო პოპულარობა მოიპოვა.
1990-იანი წლების დასაწყისში მუსიკოსი ასევე უკრავდა ჯგუფ "Children's Medicine"-ში, 1990-იანი წლების მიწურულს კი მონაწილეობდა პროექტ "Daira"-ში.
ირაკლი ჩარკვიანმა პირველი სოლო ალბომი "Svan Songs" 1993 წელს ჩაწერა გერმანიაში. თავისი სიცოცხლის განმავლობაში, მთლიანობაში, მუსიკოსს, მეტსახელით "მეფე", 4 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.
მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა მის მიერ უკანასკნელ წლებში შექმნილი სიმღერების ორი სტუდიური ალბომი "ძირს მეფე" და "თეთრი ღმერთი".
მომღერალი 44 წლის ასაკში 2006 წელს გარდაიცვალა გულის შეტევით.
სურათები გაციფრულებულია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ.