ქართული სუფრა

პრემიერმა ქართული სუფრა და მრავალხმიანობა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიად განსაზღვრა

პრემიერმა ქართული სუფრა/პურობა და ქართული მრავალხმიანობა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიად განსაზღვრა. ამის შესახებ გიორგი გახარიას 18 თებერვლის დადგენილებებში წერია, რომლებიც საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

"არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს − ქართულ მრავალხმიანობას  განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია"... "არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს − ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართულ სუფრას) განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია" - წერია პრემიერის დადგენილებებში, რომლებიც უკვე ამოქმედებულია.

ქართულ მრავალხმიანობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2014 წელს, ხოლო ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა) - 2017 წელს მიენიჭა.

ქართულ სუფრას მსოფლიო ცივილიზაციის ყველაზე დიდ მიღწევას უწოდებს ბიძინა ივანიშვილი. მისი აზრით, იყო ქართველი, ნიშნავს - მღეროდე მრავალჟამიერს, ქმნიდე პოლიფონიას, ცეკვავდე ხორუმს, წერდე ვეფხისტყაოსანს". მმართველი გუნდის თავმჯდომარის შეფასებები ქართულ სუფრაზე, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები