კორონავირუსის საფრთხის გამო ტოკიოს ოლიმპიური თამაშები შესაძლოა ჩაიშალოს

The Guardian

კორონავირუსის საფრთხის გამო ტოკიოს ოლიმპიური თამაშები შესაძლოა ჩაიშალოს.

დიკ პაუნდი, ყოფილი მოცურავე და ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში 1978 წლიდან მუშაობს, ამბობს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება მომდევნო 2-3 თვეში, მაქსიმუმ მაისის ბოლომდე იქნება მიღებული.

"მრავალი რამ უნდა გაკეთდეს. ჩვენ უნდა დავიწყოთ თქვენი უსაფრთხოების, საკვების, ოლიმპიური სოფლის, სასტუმროების საკითხების უზრუნველყოფა. მედიის წარმომადგენლებმაც უნდა მოაწყონ სამუშაო სივრცეები და სტუდიები. თუ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გადაწყვეტს, რომ ოლიმპიური თანაშებიი ტოკიოში ვერ ჩატარდება, ისე, როგორც ეს დაგეგმილია, ის, სავარაუდოდ, ჩაიშლება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი პანდემიურ ვითარებაში არ ჩაგითრევთ", - თქვა მან AP-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში თავდაპირველად გასული წლის დეკემბრის დასაწყისში შენიშნეს. 7 იანვარს ახალი ვირუსის აღმოჩენა დადასტურდა. 24 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 77 150 შემთხვევა. გარდაიცვალა 2592 და გამოჯანმრთელდა 24 734 ადამიანი. ჩინეთის საზღვრებს გარეთ ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა. მას მოსდევს სამხრეთ კორეა და იტალია.

ოლიმპიადა, რომელიც 1896 წლიდან ტარდება, მხოლოდ ომის დროს ჩაიშალა - 1940 წელს, როცა თამაშები ასევე ტოკიოში უნდა ჩატარებულიყო, იაპონია-ჩინეთის ომის გამო არ შედგა. ასევე, ჩაშლის საფრთხე იყო 2016 წელს ბრაზილიაში, ზიკას ვირუსის დროს გამო.

კომენტარები