საუდის არაბეთი

საუდის არაბეთმა კორონავირუსის გამო პილიგრიმებისათვის მექასა და მედინაში მგზავრობა შეაჩერა

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლიც მიხედვითაც კორონავირუსის გავრცელების გამო მუსლიმების წმინდა ქალაქებში, მექასა და მედინაში პილიგრიმების მგზავრობა დროებით შეჩერდება.

"საუდის არაბეთი იზიარებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად შემოღებულ ზომებს და მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილე გამოიჩინონ იმ ქვეყნებში მგზავრობისგან, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა. ღმერთს შევთხოვთ დაიცვას კაცობრიობა ზიანისაგან." ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მუსლიმებისათვის წმინდა თვე 2020 წელს 23 აპრილს დაიწყება, როდესაც მილიონობით მუსლიმი პილიგრიმი მექასა და მედინას მოსალოცად საუდის არაბეთში მიემგზავრება.

ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საუდის არაბეთს მიმართა თხოვნით მისცეს საშუალება იმ მოქალაქეებს, რომლებიც საუდის არაბეთში იმყოფებიან, მოილოცონ წმინდა ადგილები.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საუდის არაბეთი პილიგრიმობის პერიოდში ეპიდემიის რისკის ზღვარზე დადგა. 1821 წელს ქოლერას ვირუსმა 20,000 პილიგრიმის სიცოცხლე იმსხვერპლა, 1865 წელს ასევე ქოლერასგან 15,000 პილიგრიმი დაიღუპა და შემდეგ სხხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. უკანასკნელ პერიოდში მსგავსი საფრთხე შექმნა ახლო აღმოსავლეთში კორონავირუსის ტიპის ე.წ. აქლემის გრიპის, MERS-ის გავრცელებამ. 2012-2013 წლებში სამეფომ ჯანდაცვის რეფორმები გაატარა მსგავსი დაავადებების გავრცელების თავიდან ასარიდებლად.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კორონავირუსის 220 შემთხვევაა დადასტურებული, მათი უმეტესობა ირანში. ირანში ვირუსით დაავადების შემთხვევები გამოვლინდა შიიტებისათვის წმინდა ქალაქ კომში.

ირანში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხმა 26-ს მიაღწია. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 245 შემთხვევა. ჩინეთის შემდეგ, ვირუსით გარდავლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ირანში აღირიცხა.

არაბეთის ნახევარკუნძულზე კორონავირუსი დაუდგინდათ ირანიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩასულ მგზავრებს. სულ ქვეყანაში გამოვლენილია 13 შემთხვევა. დაავადების 4 შემთხვევა დაფიქსირდა ომანში, 33 ბაჰრეინში, 43 ქუვეითში.

კომენტარები