რუსეთი

პუტინი: რუსეთს უცხოეთიდან კორონავირუსზე ყალბ სიახლეებს უგზავნიან, რათა პანიკა გავრცელდეს

Sick Chirpse

4 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ პანიკის გავრცელების მიზნით, რუსეთს საზღვარგარეთიდან კორონავირუსზე ყალბ სიახლეებს უგზავნიდნენ.

მან მთვარობას მოუწოდა, რომ მოქალაქეებისთვის რუსეთში მიმდინარე სიტუაციაზე სწორი ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყოს. 

შეგახსენებთ, რომ თებერვლის ბოლოს აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები. 

დეზინფორმაციის კამპანია ავრცელებს უსაფუძვლო კონსპირაციის თეორიებს იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების უკან აშშ დგას, რითიც მსოფლიოს თვალში ამერიკის იმიჯის შელახვას ცდილობენ. 

რუსეთში ამ დროისთვის, კორონავირუსით დაავადების 3 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 2 უკვე გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელების გლობალური რისკი მაღალიდან ძალიან მაღალად დააკვალიფიცირა.

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 94 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 3 ათასზე მეტი ადამიანი.

დაავადებულთა უმრავლესობა, 80 ათასზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 82 ქვეყანაში და ტერიოტორიაზე დადასტურდა.

ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაშია. დაავადებულთაგან 51 ათას ადამიანზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები