კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

partner.sciencenorway.no

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ საიტზე - Stopcov.ge არის განთავსებული.

11:30-ზე ბრიფინგს მართავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე. ერთერთი ინფიცირებული მისი შვილი, ნიკა გამყრელიძეა, რომელსაც კორონავირუსი თანამშრომლისგან გადაედო. 

"იქიდან გამომდინარე, რომ მე მქონდა კონტაქტი ჩემს თანამშრომელთან, რომელსაც ოთხშაბათს დაუდგინდა კორონავირუსი, თავისთავად მეც და ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი, გადავედით თვითიზოლაციის რეჟიმში. კონტაქტიდან გამონდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ დამეწყო ამ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, ჩავითვალე მომატებული რისკის მქონე პაციენტად და გამიკეთდა ანალიზი, რომელმაც დაადასტურა, რომ ვარ დაინფიცირებული კორონავირუსით" - დაწერა ნიკა გამყრელიძემ Facebook-ზე.

ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს და როგორც თავად წერს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია.

"საბედნიეროდ, საკმაოდ ვიწროა ჩემი კონტაქტების სია (მხოლოდ ხუთშაბათს, 5/03 ვისთანაც მქონდა ახლო და შედარებით ხანგრძლივი კონტაქტი) რა თქმა უნდა, ყველა ამჟამად იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან უკვე იზოლაციაში" - წერს გამყრელიძე.

კომენტარები