ახალი კორონავირუსის გამო ამსტერდამში, ნიდერლანდებში კოფი შოპები(COFFEE SHOPS), რომლებშიც ადამიანები მარიხუანასა და სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდულობდნენ, 6 აპრილამდე იხურება. ქუჩებში, კოფი შოპებთან უზარმაზარი რიგების წარმოქმნის მიზეზად სწორედ ეს იქცა.
აღსანიშნავია, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამსტერდამში წითელი ფარნების კვარტალიც დაიხურა.