კორონავირუსი

დადასტურებული 3 ახალი შემთხვევიდან 2 გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული

მთავარი

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 3 ახალი შემთხვევიდან 2 გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. ჰოსპიტლის დირექტორის, დავით ბარლიანის თქმით, მათ შორის ერთერთი სამხედრო პირია.

"ჰოსპიტალიდან ლუგარის ლაბორატორიაში 11 ნიმუში გაგიზავნა, აქედან ორმა დადებითი პასუხი აჩვენა. COVID-19 დაუდგინდათ 20-დან 25 წლამდე პირები არიან. კაცი სამხედრო პირია და ქვეყანაში საფრანგეთიდან 16 მარტს დაბრუნდა. ქალი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა საფრანგეთიდან. ისინი აეროპორტიდან საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს და შესაბამისად მათ სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონიათ"- ამბობს ბარლიანი და აღნიშნავს, რომ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან ერთი თბულისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 47 შემთხვევაა გამოვლენილი. 

კომენტარები