კორონავირუსი

ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და ქალთა ჩემპიონატის ფინალები გაურკვეველი დროით გადაიდო

UEFA.com

კორონავირუსის გამო ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და ქალთა ჩემპიონატის ფინალური მატჩები გაურკეველი ვადით გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას UEFA ავრცელებს. 

სამივე მათგანი მაისში იყო დაგეგმილი. 

"თარიღებთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც UEFA-ს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს უკვე დაიწყო კალენდრის შესწავლა"- წერია განცხადებაში. 

კორონავირუსის გამო, მთელს მსოფლიოშია შეჩერებული საერთაშორისო თუ ადგილობრივი სპორტული შეჯიბრებები.

კომენტარები