კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: უახლოეს დღეებში გამოჯანმრთელებული პაციენტების მატებას ველით

0 კომენტარი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაიამჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ უახლოეს დღეებში პაციენტების გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

"ძირითადად, პირველად შემოსული პაციენტების რეტესტირებით, შეიძლება ითქვას, რომ კონცენტრაციის მნიშვნელოვანი კლება აღინიშნება, რაც იმის საწინდარია, რომ ალბათ, შემდგომ ტესტირებისას მოსალოდნელია უკვე უარყოფითი პასუხები", - ამბობს ეზუგბაია.

მისივე ცნობით, დღეს დილით ჩატარებული 10 ტესტიდან 10-ვეს პასუხი უარყოფითია. COVID-19 არც ერთ მათგანს დაუდასტურდა. ეზუგბაიას ინფომრაციით, ინფექციურ საავადმყოფოში კვლავ 34 პაციენტი რჩება.

თუმცა, ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურში მოთავსებული პაციენტებიდან 2 პირის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, ერთ-ერთის, ასაკოვანი ქალის მდგომარეობა, როგორც ინფექციური კლინიკის დირექტორი განმარტავს, შეიძლება კრიტიკულად ჩაითვალოს.

სულ საქართველოში, 26 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 79 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 10 განიკურნა.

შეგახსენებთ, რომ მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო ზონებად გამოცხადდა, რადგან მარნეულში 60 წელს გადაცილებული ქალი დაინფიცირდა, რომლის კონტაქტების ჯაჭვშიც 1700-ზე მეტი ადამიანია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა

კომენტარები