კორონავირუსი

რონალდო და იუვენტუსის ფეხბურთელები COVID-19-ის გამო 4 თვის ხელფასიდან 100$ მლნ-ს დათმობენ

GETTY IMAGES

კრიშტიანო რონალდო და იუვენტუსის ფეხბურთელები კორონავირუსის გამო 4 თვის, მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის ხელფასის ნაწილზე უარს ამბობენ

ხელფასის ნაწილზე უარს ამბობს საფეხბურთო კლუბის მწვრთნელი, მაურისიო სარიც. გადაწყვეტილება ეკონომიკური ზიანის გამო მიიღეს, რომელიც კლუბს კორონავირუსის გამო მიადგა. 

საფეხბურთო კლუბი 90 მილიონ ევროს დაზოგავს. 

"იუვენტუსი მადლობას უხდის მოთამაშეებსა და მწვრთნელს რთულ დროს მიღებული გადაწყვეტილების გამო", - წერია კლუბის განცხადებაში. 

მანამდე, კრიშტიანო რონალდომ კორონავირუსთან ბრძოლისთვის პორტუგალიაში 1 მილიონი დოლარი გადარიცხა. 

იტალია 10 მარტიდან მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული

მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია თავშეყრის ადგილებში ყოფნა. გაუქმდა ყველა სპორტული ღონისძიება. მოსახლეობას სხვა ქალაქში გამგზავრება მხოლოდ მუშაობის ან გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეუძლია.

კომენტარები