კორონავირუსი ვანში

ვანის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში კონტროლის გამკაცრების მიზნით, ქალაქ ვანის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათის განმავლობაში ადგილზე გააკონტროლებენ არსებულ შეზღუდვებს.

ადგილზე მოხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკონტროლო გამშვები პუნქტები ყველა დიდი ქალაქის შესასვლელებშია მოწყობილი. 

პრემიერმინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის, თქმით, კორონავირუსის რამდენიმე ახალი შემთხვევა ვანის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. ჩიქოვანის თქმით, მიმდინარეობს ამ შემთხვევის შესწავლა, დადგენილია კონტაქტები და ასევე მიმდინარეობს კონტაქტების შესწავლაც. 

კომენტარები