ალექსანდრ ლუკაშენკო: ბელარუსში კორონავირუსით არავინ მომკვდარა

Reuters

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში Covid-19-ით არავინ მომკვდარა და გარდაცვლილი პაციენტები სხვადასხვა ქრონიკული დაავადების შედეგად იღუპებიან. 

"ადამიანებს ეშინიათ, ამიტომაც მინდა მათ ვუთხრა - ჩვენთან ქვეყანაში კორონავირუსით არცერთი პაციენტი გარდაცვლილა, არცერთი! პაციენტები კვდებიან სხვადასხვა ქრონიკული დაავადების ბუკეტით, რომელიც მათ აღენიშნებოდათ", — ამბობს ლუკაშენკო.

ლუკაშენკოს თქმით, სიკვდილიანობის მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი და "ის დიაგნოზებია, რომელთა წაკითხვაც შეუძლებელია." ლუკაშენკოს თქმით, კორონავირუსი არის ატმოსფერო, რომელშიც ჩამოთვლილი დაავადებები მიმდინარეობს.

"ბელარუსში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა, ამის შესახებ საჯაროდ ვაცხადებ. წინა წლების და წლევანდელი გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეს არის ჩემი მყარი შეხედულება. სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებით, ჩვენ უკვე ვიცით, როგორ უნდა ვიმუშავოთ. ჩვენ უკვე მივაგენით მედიკამენტების კომბინაციას, რომლითაც გადავარჩენთ ადამიანებს. ამიტომაც, ჩვენ ყოველი სიცოცხლისთვის ვიბრძოლებთ და თუ თვითონ პაციენტი არ დანებდა, ის აუცილებლად გამოჯანმრთელდება", — განაცხადა ლუკაშენკომ. 

ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 2,919 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 29 პაციენტი. 

კომენტარები