ბობ დილანი

ბობ დილანმა სამი კვირის განმავლობაში მეორე სიმღერა გამოაქვეყნა

რვაწლიანი პაუზის შემდეგ ლეგენდარულმა მუსიკოსმა ბობ დილანმა სამი კვირის განმავლობაში უკვე მეორე სიმღერა "I Contain Multitudes" მოულოდნელად გამოაქვეყნა.

"მე ისეთივე ვარ, როგორც ანა ფრანკი, როგორც ინდიანა ჯონსი," - ვისმენთ სიმღერაში.

მომღერალმა ახალი სიმღერის გამოქვეყნება თავის Twitter-ის გვერდზე შემდეგ ჰეშთეგებით დააანონსა - "დღეს და ხვალ, ჩონჩხები და სიშიშვლე, ნაპერწკალი და ნათება, ანა ფრანკი და ინდიანა ჯონსი, სწრაფი ავტომობილები და სწრაფი კვება, ლურჯი ჯინსები და დედოფლები, ბეთჰოვენი და შოპენი, სიცოცხლე და სიკვდილი". 

ბობ დილანის გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ მომღერალმა, შესაძლოა, ახალი ალბომი გამოუშვას. თუ ეს ვარაუდი გამართლდა, 2012 წლის შემდეგ ეს დილანის პირველ ალბომი იქნება.

დილანი რვაწლიანი პაუზის შემდეგ ახალი სიმღერით 27 მარტს დაბრუნდა. ლეგენდარულმა მუსიკოსმა სიმღერა - Murder Most Foul, რომელიც 16 წუთს და 57 წამს გრძელდება და ჯონ კენედის მკვლელობას ეძღვნება, გამოაქვეყნა.

"სალამი ყველა ჩემს ფანს და დიდი მადლობა თქვენი ამდენწლიანი მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის. ეს არის გამოუქვეყნებელი სიმღერა, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის წინ ჩავწერეთ და შესაძლოა, დაგაინტერესოთ. თავს მოუფრთხილდით, და ღმერთი თქვენკენ!" - თქვა დილანმა.

კომენტარები