ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რის შედეგადაც ერთ-ერთს გულმკერდისა და კისრის არეში ბასრი საგნით ჭრილობა მიაყენეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და სამართალდამცავები მას ამ დრომდე ეძებენ.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.