საგანგებო მდგომარეობა

საგანგებო მდგომარეობის დარღევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა 17 მილიონი ლარი შეადგინა

საქართველოს საპატრულო პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 21 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით, საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 17,025,000 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმები გამოწერა.

ამ პერიოდის განმავლობაში დაჯარიმებულია 5,585 ფიზიკური პირი და 18 იურიდიული პირი.

ქვეყანაში, თავდაპირველად, საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და ის ერთი თვის ვადით დაინიშნა. 21 აპრილს კი დრო ამოიწურა და საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და 27 აპრილამდე აკრძალულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ასევე, მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი, რომლის ფარგლებშიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება არ არის დაშვებული. აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტიც და დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა. ონლაინვაჭრობა შეზღუდულად მიმდინარეობს.

საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 3000 ლარს შეადგენს, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 15,000 ლარს.

კომენტარები