კორონავირუსი საქართველოში

NCDC: COVID-19-ით ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 43 წელია, ტესტირება 11 504 პირს ჩაუტარდა

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით სტატისტიკას აქვეყნებს. NCDC-ს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 43 წელია. მაქსიმალური - 87, მინიმალური კი 2. 

სტატისტიკის მიხედვით,კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი ქალებსა და კაცებში თანაბარია. ამავე ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტირება 11 504 პირს ჩაუტარდა. ყველაზე მეტი, 897 ტესტი, 24 აპრილსაა ჩატარებული.


ფოტო: NCDC
რაც შეეხება სიმპტომებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ინფიცირებულთა 68%-ს ცხელება და შემცივნება აღენიშნებოდა, 31%-ს - ზოგადი სისუსტე, ხველა - 29%-ს, ყელის ტკივილი - 20%-ს, თავის ტკივილი - 16% -ს, დიარეა - 16%-ს, ყნოსვის/გემოს ცვლილება - 11%-ს, კუნთების ტკივილი - 9%-ს, სახსრების ტკივილი - 8%-ს, სურდო - 7%-ს, გულმკერდის ტკივილი - 7%-ს, გულისრევა/ღებინება კი 5%-ს.

NCDC-ს სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევებიდან ასიმპტომური პაციენტთა 9% იყო. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 485 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 149 ადამიანი გამოჯანმრთელდა. COVID-19-ით ქვეყანაში 6 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები