ნავთობისა და გაზის კორპორაცია

საქართველო ამერიკულ Frontera-სთან ხელშეკრულებას წყვეტს

REUTERS

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ცნობით, ქართულმა მხარემ ამერიკულ ენერგომომპოვებელ კომპანია Frontera-სთან ხელმშეკრულება შეწყვიტა.

ქართულ მხარესა და Frontera-ს შორის დავა საარბიტრაჟო ტრიბუნალში მიმდინარეობდა, სადაც საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო და ნავთობისა და გაზის კორპორაცია ამერიკულ კომპანიას 1997 წლის ხელშეკრულების დარღვევას ედავებოდა.

როგორც ნავთობისა და გაზის კორპორაციის განცხადებაში ვკითხულობთ, "საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გაიზიარა სააგენტოსა და კორპორაციის ხედვა კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით."

ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ძებნა-ძიების ფართობისსახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარის თქმით Frontera-მ კონტრაქტის პირობები დაარღვია. კომპანიას დაევალა, აანაზღაუროს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხა და მოსარჩელეებს აუნაზღაუროს საარბიტრაჟო დავის წარმოების ხარჯები.

კომენტარები