ეკონომიკა

მარტში საქართველოს ეკონომიკა 2,7%-ით შემცირდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

მარტში საქართველოს მშპ 2,7%-ით შემცირდა. ამის შესახებ საქსტატის მომზადებულ მარტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების დოკუმენტშია საუბარი.

რაც შეეხება ჯამურად წლის პირველ კვარტალს, მოცემულ პერიოდში ქვეყნის მშპ ჯამურად 1,5%-ით გაიზარდა. 

მარტში ზრდა მხოლოდ ორ სექტორში - კომუნიკაციებისა და მშენებლობის სფეროში დაფიქსირდა, ეკონომიკის დანარჩენ სექტორებში აქტიურობის მკვეთრი კლება გამოვლინდა. მათ შორის, თითქმის განახევრდა ახალი კომპანიების რეგისტრაციის მაჩვენებელი. 

მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება. იდენტურია საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ვარაუდიც. 

არსებული პროგნოზებით ეკონომიკური ზრდა საქართველოში მომავალი წლიდან დაიწყება და მშპ-ის ზრდა, სავარაუდოდ, 3%-ს გაუტოლდება.

კომენტარები