კორონავირუსი რუსეთში

რუსეთის პრემიერმინისტრს, მიხაილ მიშუსტინს, კორონავირუსი დაუდასტურდა

მიხაილ მიშუსტინი
Reuters

RIA Novosti-ს ცნობით, რუსეთის პრემიერმინისტრს მიხაილ მიშუსტინს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

მიშუსტინი პრემიერმინისტრად მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა. ოფიციალურად ის ქვეყნის კორონავირუსთან ბრძოლას უძღვებოდა.

რუსული მედიის ცნობით, მიშუსტინმა დიაგნოზის შესახებ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ამცნო და ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.

რუსეთის მთავრობის იმ წევრებს, ვისაც პრემიერმინისტრთან კონტაქტი ჰქონდათ, ტესტი უტარდებათ.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსი 93,558 ადამიანს დაუდასტურდა. უკანასკნელ 24 საათში 6,411 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოფიციალური მონაცემებით, გარდაიცვალა 867 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 8,456.

კომენტარები