კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19 სასწრაფო სამედიცინო დახმარების 25 თანამშრომელს აქვს დადასტურებული

თბილისის მერია

საქართველოში კორონავირუსი, ჯამში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების 25 თანამშრომელს აქვს დადასტურებული. მათ შორის 21 ბოლნისის სასწრაფოს ექიმია. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და მართვის დეპარტამენტის უფროსზე, ამირან გოგიტიძეზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გოგიტიძის ინფორმაციით, ინფიცირებული ექიმების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"დაინფიცირებულების აბსოლუტური უმრავლესობა ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, ბოლნისის კლასტერიდან დღევანდელი მდგომარეობით, სასწრაფოს 21 თანამშრომელი გვყავს დაინფიცირებული. ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი. მათგან 5 ადამიანს საკრანტინო პერიოდის გასვლის დროს, ტესტირების შედეგად დაუდასტურდა კორონავირუსით ინფიცირება. 

ინფიცირებული გვყავდა ასევე თბილისის სასწრაფოს თანამშრომელი, რომელიც გასული თვის დასაწყისში დაინფიცირდა, ის ამჟამად გამოჯანმრთლებულია, თავს კარგად გრძნობს და სახლშია გაწერილი", - უთხრა გოგიტიძემ ინტერპრესნიუსს. 

ამირან გოგიტიძის თქმით, უცნობია, დაინფიცირდნენ თუ არა ბოლნისში ექიმები სამუშაო ადგილზე. მისივე ინფორმაციით, თბილისში ექიმთა ინფიცირების წყარო ცნობილია - ერთ-ერთ ექიმს COVID-19 ოჯახის წევრისგან გადაედო.  

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი 566 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან 184 გამოჯანმრთელდა. 6 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები