ევროკავშირი-საქართველო

საქართველო ევროკავშირისგან €150 მილიონიან დახმარებას მიიღებს

Emerging Europe

ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა მხარი დაუჭირეს ევროკომისიის შეთავაზებას მეზობელი ქვეყნებისთვის 3 მილიარდ ევროიანი მაკრო-ფინანსური დახმარების შესახებ.

დახმარება მიზნად ისახავს ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შემსუბუქებას. გეგმის ფარგლებში საქართველო 150 მილიონ ევროს მიიღებს.

როგორც ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი, ფინანსური დახმარების ფორმა სესხი იქნება "მნიშვნელოვნად ხელსაყრელი პირობებით".

"ევროკავშირის დახმარება ხელს შეუწყობს ამ ქვეყნებს, დაფარონ გადაუდებელი ფინანსური საჭიროებები, რაც მომატებულია COVID-19-ის გავრცელების გამო", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გეგმის საბოლოოდ დასამტკიცებლად ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს თანხმობა იქნება საჭირო.

კომენტარები