ფეხბურთი

იტალიის სერია A 13 ივნისიდან განახლდება

იტალიის სერია A 13 ივნისიდან განახლდება. საფეხბურთო კლუბებმა მიმდინარე სეზონზე იმსჯელეს და განახლების თარიღსაც დაუჭირეს მხარი. კლუბები ჯგუფურ ვარჯიშებს 18 მაისიდან დაიწყებენ.

ლიგის ინფორმაციით, ნებისმიერ კლუბში კორონავირუსზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, მთელი გუნდი ორკვირიან კარანტინში უნდა გაემგზავროს.

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის 2019-2020 წლების სეზონის განახლებაზე გადაწყვეტილება სერია A-ს კლუბების საბჭოს საერთო კრებაზე 21 აპრილს მიიღეს, თუმცა აქამდე ზუსტი თარიღი უცნობი იყო. 

გერმანიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის, Bundesliga- მატჩები 16 მაისიდან აღდგება. ინგლისის პრემიერლიგა კი 1 ივნისიდან დაბრუნდება

კომენტარები