კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტი

STR/AFP via Getty Images

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში COVID 19 სულ 735 ადამიანს დაუდგინდა.

ვირუსული ინფექციისგან კიდევ 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 557-ია. ხოლო, ვირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.

27 მაისის დილის მონაცემებით, საკარანტინო რეჟიმში 3076 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 250.

კომენტარები