აშშ

NASA-მ და SpaceX-მა უამინდობის გამო კოსმოსში ასტრონავტების გაშვება გადადეს

NASA-მ და SpaceX-მა უამინდობის გამო კოსმოსში ასტრონავტების გაშვება გამგზავრებამდე 14 წუთით ადრე გადადეს.

30 მაისს ასტრონავტების გამგზავრებას ხელახლა ცდიან.

ოფიციალური პირები ამინდის ცვლილებას ადევნებდნენ თვალს, რადგან სქელი ღრუბლის გამოჩენას, წვიმისა და ჭექა-ქუხილის დაწყებას ელოდებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტებს კერძო კომპანიის მიერ შექმნილი ხომალდით გაამგზავრებენ.

2011 წლის შემდეგ აშშ-დან ასტრონავტებს პირველად გაუშვებენ.

NASA-ს ერთერთი ყველაზე გამოცდილი ასტრონავტებისთვის, დუგ ჰარლისა და ბობ ბენკენისთვის, ეს მესამე კოსმოსური მოგზაურობა იქნება.

კომენტარები