სპორტის პროტოკოლი

შეჯიბრის წინ სპორტსმენებმა უნდა გაიარონ 14 დღიანი კარანტინი/თვითიზოლაცია - სპორტის პროტოკოლი

0 კომენტარი

საქართველოს მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა.

პროტოკოლის მიხედვით, სპორტულმა ფედერაციებმა და ორგანიზაციებმა საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესის ორგანიზებისას მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და იხელმძღვანელონ შემუშავებული რეკომედაციების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს დეზინფექციას, სავალდებულო კარანტინს, ჰიგიენური ნორმების დაცვას და სხვა.

შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, გამონაკლისები დაიშვება სპორტის სახეობების სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც უკავშირდება კონტაქტური და არაკონტაქტური წვრთნის/ვარჯიშის ფორმას.

რაც შეეხება შეკრებებსა და შეჯიბრებს, პროტოკოლის მიხედვით, შეკრების ან შეჯიბრის დაწყების წინ ყველა სპორტსმენმა და ნაკრების ან კლუბის მთლიანმა პერსონალმა უნდა გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი/თვითიზოლაცია  სრული ნორმების დაცვით.

სპორტის კონტაქტური სახეობების შემთხვევაში სპორტსმენებისთვის განისაზღვრა 2 მეტრზე ნაკლები დისტანციის დაცვა.

სპორტის ეს სახეობებია: ძიუდო, ჭიდაობა, სამბო, კრივი, კარატე, კონტაქტური კარატე, მკლავჭიდი, ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი, ნიჩბოსნობა, ტაეკვონდო, ფიგურული ციგურაობა (წყვილებში), საწყლოსნო სპორტი, ხელბურთი, ფრენბურთი, უშუ, სუმო, კიკბოქსინგი. 

სპორტის არაკონტაქტური სახეობების შემთხვევაში სპორტსმენებმა უნდა დაიცვან 2 მეტრზე მეტი დისტანცია.

სპორტის ეს სახეობებია: კანოე, მშვილდოსნობა, საავტომობილო სპორტი, ძალოსნობა, ტანვარჯიში, ჩოგბურთი, ჭადრაკი, ფარიკაობა, მეკლდეურობა, ფიგურული ციგურაობა (ინდივიდუალური), სროლა, საცხენოსნო სპორტი, მაგიდის ჩოგბურთი, ველოსპორტი, მოტოსპორტი, ათლეტიზმი, სათხილამურო სპორტი, მძლეოსნობა.

ძირითადი რეკომენდაციები:

  • შეკრების ან შეჯიბრის დაწყების წინ ყველა სპორტსმენმა და ნაკრების ან კლუბის მთლიანმა პერსონალმა უნდა გაიაროს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი/თვითიზოლაცია  სრული ნორმების დაცვით „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილების შესაბამისად;
  • კარანტინი/თვითიზოლაციის დროს, უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი ვარჯიშთან დაკავშირებული თანამშრომლის ბაზიდან გასვლა, ან უცხო პირების ბაზაზე შესვლა;
  • კარანტინის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს  სრული შემადგენლობის ტესტირება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (პჯრ) ან სწრაფი  ტესტით (ანტიგენ+ანტისხეულის ტესტი), ხოლო სწრაფი ტესტის დადებითი შედეგის შეთხვევაში კი პჯრ-ტესტირება;
  • შეკრებაზე და შეჯიბრზე უნდა მოხდეს მხოლოდ COVID-19 ტესტირების უარყოფითი შედეგის მქონე პირების დაშვება;
  • შეკრების ან შეჯიბრის დასრულებამდე  უნდა გამოირიცხოს სპორტსმენების  კონტაქტი გარეშე პირებთან;
  • კომპეტენტური პირების მიერ უნდა მოხდეს სპორტული ბაზების შერჩევა ქვეყანაში არსებული პრაქტიკისა და დადგენილი ნორმების გათვალისწინებით;
  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შესაბამისი სპორტის სახეობის ფედერაციის მიერ  უნდა განისაზღვროს შეკრებასა თუ შეჯიბრში მონაწილე სპორტსმენთა და მთელი პერსონალის შესაძლებელი მინიმალური რაოდენობები;
  • უნდა აიკრძალოს შეკრების ან შეჯიბრის პერიოდში წინასწარ განსაზღვრული აუცილებელი ლოკაციების გარდა (სასტუმრო, სპორტული ბაზის სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი, მოედანი, დარბაზი, წინასწარ განსაზღვრული სხვა სავარჯიშო სივრცე, სასადილო/კვების ბლოკი) ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე  გადაადგილება;
  • სპორტული კლუბებისა და ნაკრები გუნდების კვებისა და დასუფთავების სამუშაოების გატარების დროს დაცული უნდა იყოს ყველა ის ნორმა, რომელიც დადგენილია შესაბამისი უწყებების მიერ;
  • შეკრების ან შეჯიბრის პერიოდში დადგენილ ლოკაციებზე უნდა დაწესდეს საკარანტინო ზომები, რაც შეზღუდავს ნებისმიერი პირის ბაზაზე შესვლას ან ბაზიდან გასვლას, გარდა სასურსათო მომარაგებისა და დასუფთავების უზრუნველყოფაში ჩართული პირებისა;
  • ბაზებზე უნდა განხორციელდეს შესაბამისი ნორმების დაცვის გარე და შიდა მონიტორინგი (შიდა მონიტორინგი უნდა განახორციელოს შესაბამისი სპორტის სახეობის ფედერაციის მიერ დადგენილმა პასუხისმგებელმა პირმა, რომელსაც ასევე გავლილი ექნება კარანტინი და/ან 2-3 დღით ადრე ჩატარებული - პჯრ-ტესტირება);
  • გარე მონიტორინგი უნდა განახორციელოს სამინისტროსა და სპორტული მედიცინის ასოციაციის მიერ დადგენილმა  პასუხისმგებელმა პირმა, რომელსაც ასევე გავლილი ექნება კარანტინი/თვითიზოლაცია და/ან ჩატარებული - 2-3 დღით ადრე ტესტირება;
  • სპორტულ გუნდებთან და სპორტულ ბაზებზე მომუშავე  სამედიცინო პერსონალი უნდა გააჩნდეს ცოდნა ახალი კორონავირუსული (SARS-CoV-2) ინფექციის (COVID-19) შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრების, დიაგნოსტიკის, გავრცელებისა და პრევენციის საკითხებზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები