კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი 26-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების - 5-ით

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 31 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 26-ით გაიზარდა და ჯამში 783 გახდა. 

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსისგან კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში - 605.

ეზუგბაიას თქმით, 18 ახალი შემთხვევა სოფელ მუშევანიდანაა. 4 საკარანტინე სივრციდან, ხოლო კიდევ 4 - უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია. 

"მიუხედავად დადასტურებული შემთხვევების მატებისა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მაინც 77%-ზე მეტია, ჯერჯერობით უპირატესობა გვაქვს"- ამბობს ეზუგბაია.

კოვიდ ცენტრებში 166 პაციენტი მკურნალობს. 

კომენტარები