აშშ

სიეტლის პოლიცია: "ავტონომიურ ზონაში" გაუპატიურების, ქურდობის შემთხვევებია და ვერ ვპასუხობთ

კარმენ ბესტი
National Review

მას შემდეგ, რაც აშშ-ში, სიეტლში, მომიტინგეებმა სიეტლის პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ნაწილის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს, სადაც "კაპიტოლ ჰილის ავტონომიური ზონა", იგივე CHAZ "დააარსეს", სიეტლის პოლიციის უფროსის კარმენს ბესტის თქმით, ამ ტერიტორიაზე ყველა სახის ძალადობრივი აქტები ხდება, მათ შორის, გაუპატიურება, ქურდობა და პოლიცია ამას ვერ პასუხობს:

"ამიტომ, არ არის სწორი, რომ აქ ჩვენი ოფიცრების განლაგება არ შეგვიძლია".

ბესტმა პოლიციის ოფიცრებს უთხრა, რომ მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა, მომიტინგეებისთვის დაეთმო ქალაქის მესამე განყოფილება.

"თქვენ დღეების განმავლობაში იბრძოდით მის დასაცავად. მე ხაზზე დარჩენა გთხოვეთ. მთელი დღის განმავლობაში გესროდნენ, გიყვიროდნენ, გემუქრებოდნენ და, ზოგიერთ შემთხვევაში, გტკენდნენ კიდეც თითქმის ორი კვირის განმავლობაში. კურსის ცვლილებით, როგორც ჩანს, თქვენ თავებს და საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენეთ". – განაცხადა მან.

მას არ უთქვამს, თუ კონკრეტულად ვინ გასცა უკან დახევისა და განყოფილების დატოვების ბრძანება – "მივიღეთ შეტყობინება, რომ ქალაქის დაწვის საფრთხე იყო".

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები, რომ შეიარაღებული პირები ტერიტორიაზე ბიზნესის მფლობელებს დაცვის სანაცვლოდ ფულს სთხოვდნენ, ბესტმა განმარტა, რომ პოლიციის დეპარტამენტს არ მიუღია რაიმე ოფიციალური ცნობები იმის შესახებ, რომ ტერიტორიაზე ბიზნესებს ავიწროებენ.

ბესტი ტერიტორიას 11 ივნისს ეწვია. მას არ უთქვამს, როდის დაბრუნდება პოლიცია აღნიშნულ ტერიტორიაზე.

სიეტლის პოლიციის კავშირის ხელმძღვანელმა, მაიკლ სონმა განყოფილების მიტოვების გადაწყვეტილება დაგმო და უკანონო ქვეყნად ქცევასთან ყველაზე ახლოს მყოფი ქმედება უწოდა:

"ქალაქ სიეტლის გონიერი საზოგადოების უსაფრთხოება სად არის? ჩემთვის, ეს სრულიად შემზარავია, როგორც სიეტლის მცხოვრებს, ამაზე საუბარიც კი მეუხერხულება".

სიეტლის მერმა, ჯენი დურკანმა განაცხადა, რომ კაპიტოლ ჰილის ავტონომიური ზონის დამკავებლები პატრიოტიზმს ემსახურებიან.

CHAZ-ში საცხოვრებელი სახლები და დაწესებულებები არის მოქცეული. მომიტინგეებმა სიეტლის პოლიციის დეპარტამენტს დააწერეს: "სიეტლის სახალხო დეპარტამენტი". 

10 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონის გუბერნატორს ჯეი ინსლესა და სიეტლის მერს ჯენი დურკანს მოუწოდა, რომ ქალაქი დაიბრუნონ.

"რადიკალ მემარცხენე გუბერნატორს, ჯეი ინსლესა და სიეტლის მერს მასხრად იგდებენ და აპამპულავებენ ისე, როგორც ჩვენს დიდებულ ქვეყანას აქამდე არასოდეს უნახავს. ახლავე დაიბრუნეთ თქვენი ქალაქი. თუ თქვენ ამას არ იზამთ, მე ვიზამ. ეს არ არის თამაში. ეს მახინჯი ანარქისტები დაუყოვნებლივ უნდა დანებდნენ. სწრაფად იმოქმედეთ"!

ამას გარდა, ტრამპმა დაწერა, რომ სიეტლი რადიკალი მემარცხენე დემოკრატების მიერ მართულმა ტერორისტებმა დაიკავეს. "დამყარდეს კანონი და წესრიგი!" – წერს პრეზიდენტი. 

ერთ კვირაზე მეტია, რაც აშშ-ში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მიზეზი პოლიციის მიერ შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაა. ფლოიდის საქმეზე, აქციებზე და პოლიციაში არსებულ პრობლემებზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები