ტურიზმი

ტიკარაძე: თუ ტურისტს PCR ტესტის პასუხი არ ექნება, აქ ჩავუტარებთ, მოლაპარაკებები გრძელდება

0 კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე ფოტო: საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საერთაშორისო ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანასთან. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემოსულ ტურისტს PCR ტესტი გაკეთებული არ ექნება, მას აქვე ჩაუტარებენ.

"ჩვენი პირველი მოთხოვნაა, რომ ტურისტს ექნება თან PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტი, სადაც ეწერება, რომ მას კოვიდი არ აქვს. ის ტურისტები, რომლებსაც მსგავსი ტესტის გაკეთების შესაძლებლობა არ ექნებათ და თან არ იქონიებენ დოკუმენტს, ჩვენ უზრუნველყოფთ მათთვის PCR ტესტის აეროპორტში ჩატარებას. 

იმ შემთხვევაში, თუ დიდი ნაკადი იქნება, ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები სასტუმროებთან, სადაც ტურისტებს განვათავსებთ და ისინი იქ დაელოდებიან პასუხებს." - ამბობს ტიკარაძე.

კითხვაზე, თუ ვინ დაფარავს ამ ხარჯებს, ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს, რომ ამ საკითხზე მუშაობენ.

"ევროკავშირის ქვეყნებისთვის არის სხვა მოთხოვნები, გამომდინარე იქიდან, რომ ისინიც საქართველოსთვის სხვა მოთხოვნებს აყენებენ. ეს არის ორი ქვეყნის და ყველა იმ მწვანე ქვეყნის ურთიერთმოლაპარაკების საკითხი, რომელზეც უნდა შევჯერდეთ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ დაზუსტებისგან ჯერ თავს შევიკავებ" - ამბობს ტიკარაძე.

მთავრობის ინფორმაციით, საქართველომ საერთაშორისო ტურისტები 1-ლი ივლისიდან უნდა მიიღოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები