კინოსტუდიამ Universal Pictures-მა მომავალი ბიოგრაფიული ფილმის Respect-ის ტრეილერი გამოაქვეყნა.
სურათი ამერიკელი მომღერლის, არეტა ფრანკლინის ბიოგრაფიას ეფუძნება. ლეგენდარული მუსიკოსი ეკრანზე ჯენიფერ ჰადსონმა გააცოცხლა.
ფილმის პრემიერა 2021 წლის 15 იანვარს არის დაგეგმილი.