ახალი კორონავირუსი აშშ-ში

თუ სწავლა დისტანციურად გაგრძელდება, უცხოელ სტუდენტებს აშშ-ს დატოვება მოუწევთ

AP

აშშ-ს საიმიგრაციო დეპარტამენტის განცხადებით, სტუდენტებს, რომელთა სასწავლო პროგრამაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადავა, სტუდენტური ვიზა არ გაუხანგრძლივდებათ და მათ ქვეყნის დატოვება მოუწევთ. 

უნივერსიტეტებისა და კოლეჯების უმეტესეობას ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია, თუ როგორ გაგრძელდება სწავლა სექტემბრის სემესტრიდან. ზოგიერთ სასწავლებელში აპირებენ, ნაწილობრივ დისტანციურად გააგრძელონ სასწავლო პროცესი. თუმცა, ზოგიერთ უნივერსიტეტში, მაგალითად, ჰარვარდის უნივერსიტეტში, სწავლა მთლიანად დისტანციურ რეჟიმში გაგარძელდება. 

2018-2019 წლებში აშშ-ში ერთ მილიონზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, რაც უმაღლესი განათლების სასწავლებლების სტუდენტების 5.5%-ია. 

უცხოელი სტუდენტების უმეტესობა ჩინეთიდან, ინდოეთიდან, საუდის არაბეთიდან და კანადიდანაა.

კომენტარები